|
28-11-2009, 22:46
29 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ტყეშელაშვილისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის რამაზ ნიკოლაიშვილის ინიციატივით, ,,დარგე ხე _ გაამწვანე შენი გარემო" _ პროექტის ფარგლებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული მაგისტრალის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთზე გაიმართება განაშენიანების აქცია. გამწვანების აქციაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. აღნიშნულ მონაკვეთზე ქარსაფარი ზოლისთვის 200-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის (წიწვივანი და ფოთლოვანი) ნერგი დაირგვება. განაშენიანების პროექტი, რომელიც სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს, როგორც დედაქალაქისა და მისი შემოგარენის, ასევე საქართველოს მაშტაბით ტერიტორიების გამწვანებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. |
|