საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „2nd ATLAS/CERN South Caucasus Software/Computing Workshop & Tutorial – SCSWT’212“.
აღნიშნულ კონფერენციას 23-26 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს. კონფერენციის ორგანიზატორია CERN-ი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (ჟენევა, შვეიცარია). კონფერენციის თემატიკაა GRID-სა და IT-ტექნოლოგიები.