« ნოემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
სტუ-ს ცერნის წარმომადგენელი ეწვევა |
სტუ |
|
|
24-02-2015, 12:14
26 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის წარმომადგენელი ეწვევა. ტიციანო კამპორესი ცერნის პროექტების შესახებ ისაუბრებს.
ცერნის PH-დეპარტამენტის უფროსმა ფიზიკოსმა ტიციანო კამპორესიმ ფიზიკის დარგში სამეცნიერო ხარისხი 1991 წელს ბოლონიის უნივერსიტეტში მოიპოვა. 1983 წელს შეუერთდა MAC ექსპერიმენტს PEP კოლაიდერზე (SLAC). 1986 წლიდან ცერნის ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელია. იკვლევს ელემენტარულ ნაწილაკებს ცერნის ექსპერიმენტულ კვლევებში. შეუერთდა DELPHI ექსპერიმენტს კოლაიდერზე. 1994-1995 წლებში გახდა LEP ფიზიკის კოორდინატორი და თავმჯდომარეობდა LEP ენერგიის საზომ გუნდს. 1999 წელს აირჩიეს DELPHI-ის ექსპერიმენტის სპიკერად. 2001 წელს ეუერთდა CMS ექსპერიმენტს. იყო ელექტრომაგნიტური კალორიმეტრის პროექტის ტექნიკური კოორდინატორი. ტიციანო კამპორესი არის სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტისა და ცერნის ფარგლებში არსებული სხვადასხვა ჯგუფის წევრი. 2013 წელს აირჩიეს CMS-ექსპერიმენტის სპიკერად 2014-16 წლებისთვის. კამპორესი არის საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნებული 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
შეგახსენებთ: 21 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა გრიდ და ქლაუდ (Grid & Cloud ) ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია. ქართველ მეცნიერებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდნენ სომეხი და აზერბაიჯანელი მეცნიერები და მოწვეული ექსპერტები ცერნიდან - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციიდან (CERN). კონფერენციის მიზანი იყო მეცნიერებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დამყარება და გამოცდილების გაზიარება.
აღნიშნულ თემატიკაზე კონფერენცია ჩატარდა 2012 წლის ოქტომბერშიც: „2nd ATLAS/CERN South Caucasus Software/Computing Workshop & Tutorial – SCSWT’212“.
ცერნთან მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, გახდეს ცერნის ასოცირებული წევრი ახლო მომავალში. ცერნი მხარს უჭერს სხვადასხვა ერთობლივი პროექტის განხორციელებას, მათ შორის ატლასის დეტექტორის კვანძების დამზადების შესაძლებლობას, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური პროექტებისა და გრიდის (კომპიუტერული ქსელის) კლასტერის განცვითარებას საქართველოში. ითვალისწინებს, ასევე, ქართველ მეცნიერთა და მასწავლებელთა სტაჟირებას ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, აუტისტი ბავშვებისთვის ადრონიდული თერაპიის პროექტების დამუშავებას და სხვ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდება გრიდის (კომპიტერული ქსელი) კლასტერის დაფუძნება, რომელიც ცერნის ერთ-ერთი გამოთვლითი რესურსი იქნება და უზრუნველყოფს გრიდ და ქლაუდ ტექნოლოგიების რესურსებზე ქართველი მკვლევრების მიერ შესაბამისი აპლიკაციების შემუშავებას. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ასევე:
CERN-ის წარმომადგენლები სტუ-შიTutorial – SCSWT’212 დასრულდასტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნასტუ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობსსტუ-ში იხსნება საერთაშორისო კონფერენცია IT-ტექნოლოგიებში
|
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|