|
2-11-2015, 23:20
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნულ ცენტრის (CNRS) და პარიზის უნივერსიტეტის (Paris Sud University) ქიმიური ფიზიკის ლაბორატორის (LCP) მეცნიერ-თანამშრომელი, TEMiC ჯგუფის წევრი, დოქტორი ჰაბილიტანტი კრისტოფ ჰუმბერტი.
განიხილეს პარიზის უნივერსიტეტსა და საქართველო ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები, ქიმიური ფიზიკის ლაბორატორიასა და საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტს შორის არსებული კავშირების (ევროკავშირის პროექტის NANOMAT-EPC) გაღრმავების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიზანშეწონილობა.
დოქტორმა ჰუმბერტმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ქიმიური ფიზიკის ლაბორატორის სამეცნიერო კვლევების მიმართულებები, არაწრფივი სპექტროსკოპიის გამოყენების შესაძლებლობები ატომური სტრუქტურებიდან კომპლექსური სისტემების ჩათვლით. ლექციას ესწრებოდნენ სტუ-ის, თსუ-ის, ილიაუნის, აგრუნის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ჰუმბერტმა მონაწილება მიიღო ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის „ნანო-სენსორული სისტემებით პათოგენური მიკროორგანიზმების დეტექტირების მოდელის შესწავლა-შემუშავება“ ფარგლებში ჩატარებულ სამეცნიერო სემინარში, თემაზე „ბიო-სტრუქტურების ოპტიკური მახასიათებლების კვლევის მეთოდები“. |
|