პარიზის უნივერსიტეტისა და სტუ-ის მეცნიერები ერთობლივ კვლევებს ატარებენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

პარიზის უნივერსიტეტისა და სტუ-ის მეცნიერები ერთობლივ კვლევებს ატარებენ სტუ
26-10-2014, 17:16
ევროკავშირის პროექტ „ნანომატის“ ფარგლებში მიმდინარეობს ერთობლივი სამეცნიერო სამუშაოები ფრანგ და ქართველ მეცნიერთა მონაწილეობით. კერძოდ, პარიზის უნივერსიტეტის ფიზიკურ-ქიმიური ლაბორატორიის (ორსეი) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის თანამშრომლები ერთობლივად იკვლევენ სხვადასხვა სენსორული მასალისა და ელემენტის ოპტიკურ სპექტრებს არაწრფივი სპექტროსკოპიის მეთოდებით.

ოქტომბერში ქართველმა მეცნიერებმა ფრანგ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს მთელი რიგი გამოკვლევები არაწრფივი ოპტიკის თეორიისა და ექსპერიმენტების დარგში. მათ შორის SFG (Sum Frequency Generation)- ჯამური სიხშირეების გენერაციისა და CLIO (Cryogenic Laser Interferometer Observatory) კრიოგენულ ლაზერული ინტერფერომეტრია - ლაზერი თავისუფალ ელექტრონებზე - სისტემების გამოყენებით.

უნიკალური ექსპერიმენტების საფუძველზე დაიგეგმა რამდენიმე ერთობლივი პუბლიკაციისა და ახალი პროექტების მომზადება. უნდა აღინიშნოს, რომ მომზადდა ერთობლივი პროექტი:„elaboration of methods for study of oscillation mechanisms and properties of viruses and other pathogenic microorganisms, and development of nanosensory systems for their measurements“- ვირუსებისა და სხვა პათოგენური მიკროორგანიზმების ოსცილაციის მექანიზმების კვლევის მეთოდების დამუშავება და ნანოსენსორული სისტემების შექმნა მათი გაზომვისათვის. ამ პროექტის ხელმძღვანელობა, რომელშიც მონაწილეობს 13 ორგანიზაცია ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, იტალია, საბერძნეთი, პოლონეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდავეთი, საქართველო და სხვ., დაეკისრა სტუ-ს პროფესორს პ. კერვალიშვილს.

სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტისა და პარიზის უნივერსიტეტის ფიზიკურ-ქიმიური ლაბორატორიის ერთობლივი საქმიანობის გეგმაში კიდევ რამდენიმე სხვა სამეცნიერო პროექტია.
 
 

ასევე:

  • პარიზის უნივერსიტეტის ქიმიური ფიზიკის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი სტუ-ში
  • ქართველ და ფრანგ მეცნიერთა თანამშრომლობის ხელშემწყობი კონკურსი
  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია "ნანოსენსორული სისტემები და ნანომასალები"
  • სტუ-ში ტარდება კონფერენცია “ბირთვულ-რადიაციული ნანოსენსორები და ნანოსენსორული სისტემები“
  • სტუ-ის სტუდენტები GEOSTM-თან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დასაქმდნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge