ქართველ და ფრანგ მეცნიერთა თანამშრომლობის ხელშემწყობი კონკურსი » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ქართველ და ფრანგ მეცნიერთა თანამშრომლობის ხელშემწყობი კონკურსი მეცნიერება
11-04-2013, 02:56
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი (CNRS) ერთობლივი სამეცნიერო გრანტების პროგრამის ფარგლებში აცხადებენ 2013 წლის კონკურსს.

საგრანტო კონკურსის მიზანია: ა) მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოება და ქართველ მეცნიერთა კვლევების დონის ამაღლება; ბ) ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივ კვლევებში აქტიური ჩართვა და ევროპულ კვლევით სივრცეში მათი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

კონკურსის შედეგად დასაფინანსებლად შეირჩევა ერთობლივი სამეცნიერო პროექტები შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან: ა) მათემატიკა, მექანიკა; ბ) ფიზიკა; გ) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები.

ქართველ მეცნიერთა მიერ ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადებული ერთობლივი საპროექტო წინადადებები მსურველებმა უნდა წარადგინონ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში 2013 წლის 31 ივლისის, 18.00 საათამდე.
 
 

ასევე:

  • ახალგაზრდა მეცნიერებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცეს
  • ინოვაციური ტექნოლოგიური კვლევების ხელშემწყობი კონკურსი ცხადდება
  • ახალგაზრდა მეცნიერების სტაჟირებას უცხოეთში სახელმწიფო დააფინანსებს
  • ფუნდამენტური კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდა
  • რუსთაველის სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა სტუ-ში შეხვედრა გამართეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge