რუსთაველის სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა სტუ-ში შეხვედრა გამართეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

რუსთაველის სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა სტუ-ში შეხვედრა გამართეს სტუ
25-03-2011, 20:27
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა სტუ-ში შეხვედრა გამართეს 25 მარტს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია, ხელი შეუწყოს ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით შეარჩიოს და დააფინანსოს ფუნდამენტური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.

საკონკურსო პირობები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა 18 მარტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეკრებილ უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს გააცნეს.

რუსთაველის სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა სტუ-ში შეხვედრა გამართეს ფუნდამენტური კვლევები საქართველოში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში გასულ წლებშიც ფინანსდებოდა, თუმცა საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რუსთაველის ფონდმა კონკურსს წელს ახალი, დამოუკიდებელი სახე მისცა.

საკონკურსო პირობების მიხედვით, პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, ხოლო ფონდიდან წლიურად მოთხოვნილი თანხა 50 000 ლარს.

საკონკურსოდ წარდგენილ პროექტებს, ძირითადად, უცხოელი დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიციური ექსპერტები შეაფასებენ.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის განცხადებით, საკონკურსო კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს ინოვაციური იდეებისა და კონცეფციების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა - ანალიზზე, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ტექნიკური და სხვა ტიპის პროგრესის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 27 აპრილის 18:00 საათამდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისთვის “პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არა უგვიანეს 2 მაისის 18:00 საათისა.

ახალი კონკურსის პირობების გაცნობის მიზნით ფონდის წარმომადგენლები უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში კონსულტაციებს გამართავენ.
 
 

ასევე:

  • ფუნდამენტური კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდა
  • რუსთაველის ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
  • ახალგაზრდა მეცნიერებისთვის გრანტების კონკურსი გამოცხადდა
  • დოქტორანტებისთვის კონკურსი ცხადდება
  • რუსთაველის ფონდი სტუ-ში საკონსულტაციო სემინარს ჩაატარებს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge