საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო სახელმწიფო გრანტების პროგრამებს, რომელთა დახმარებით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას უწყობს ხელს
2012 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში მაისი-ივნისის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 52 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 35 მეცნიერი შეარჩია.
მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამოგზაურო საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას.