საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებზე დასასწრებად 52-მა ქართველმა მეცნიერმა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათი განცხადებით, ქართველი მკვლევრები მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში სექტემბერსა და ოქტომბერში გაემგზავრებიან. ყველა მათგანს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს.
საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე ქართველი მკვლევრები საქართველოში სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით მიმდინარე კვლევების შედეგებზე ისაუბრებენ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის განცხადებით, საგრანტო კონკურსის მიზანია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქართველ მკვლევართა ინტეგრაცია. სულხან სისაურის თქმით, ჩვენს მეცნიერებსა და მათ უცხოელ კოლეგებს შორის ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებას.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მოკლევადიანი სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიმდინარე წლის ოქტომბრის ჩათვლით ჯამში 132 მეცნიერი დაფინანსდა. mes.gov.ge