ახალგაზრდა მეცნიერებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცეს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ახალგაზრდა მეცნიერებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცეს სიახლე
10-11-2011, 21:26
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა ქართველ მეცნიერებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცეს და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულებს სერთიფიკატები გადასცეს.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2011 წლის სტაჟირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში, უცხოეთის წამყვან კვლევით დაწესებულებებში კვალიფიკაციას 28 ახალგაზრდა მეცნიერი აიმაღლებს. 40-წლამდე მკვლევარები მსოფლიოს 15-მდე ქვეყნის, მათ შორის - აშშ-ის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, შვედეთის, იტალიის, საბერძნეთის, ტაივანის, თურქეთის, ბალტიისპირეთის უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებში გაემგზავრებიან და რამდენიმე თვის განმავლობაში იქ მიმდინარე კვლევით საქმიანობაში ჩაერთვებიან.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სამეცნიერო წრეებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით, არაერთ საგრანტო კონკურსს ახორციელებს. ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მკვლევარების ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში, დაეხმაროს მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში, გამოცდილების შეძენასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში.

შეხვედრაზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა სტაჟირების კონკურსის შედეგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროგრამის წარმატებულობას მასში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობის ზრდაც ადასტურებს. სტაჟირების ფარგლებში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, ახალგაზრდა მკვლევარის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბებისთვის, მეორე მხრივ კი, საქართველოში მიმდინარე კვლევითი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებისთვის.

ფონდი ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების კონკურსს 2009 წლიდან ახორციელებს. ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების უცხოეთში მივლინება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 250 000 ლარამდე დაფინანსდება.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • ახალგაზრდა მეცნიერები უცხოეთში სამეცნიერო-კვლევით სტაჟირებას გაივლიან
  • ახალგაზრდა მეცნიერების სტაჟირებას უცხოეთში სახელმწიფო დააფინანსებს
  • ახალგაზრდა მეცნიერებისთვის გრანტების კონკურსი გამოცხადდა
  • 16-მა ახალგაზრდა მეცნიერმა საზღვარგარეთ სტაჟირება წარმატებით გაიარა
  • ფუნდამენტური კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge