ახალგაზრდა მეცნიერებისთვის გრანტების კონკურსი გამოცხადდა » News.GTU.ge



«    მარტი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
დაგვიკავშირდით

ახალგაზრდა მეცნიერებისთვის გრანტების კონკურსი გამოცხადდა სიახლე
9-06-2012, 13:54
ახალგაზრდა მეცნიერებისთვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. კონკურსის დეტალებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. კონკურსის მიზანია მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, მათი პროფესიული წინსვლისა და საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა.

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ერთწლიანი კვლევები ათი სამეცნიერო მიმართულებით. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს სამეცნიერო მივლინებას შესაბამისი დარგის საზღვარგარეთის წამყვან კვლევით ცენტრებში. თითოეულ გამარჯვებულ პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 12-დან 15 ათას ლარამდე დააფინანსებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 30 წლამდე მაგისტრს ან დოქტორანტს და 35 წლამდე დოქტორს. გრანტის მაძიებელმა საკონკურსო განაცხადი მიმდინარე წლის 12 ივლისამდე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე www. rustaveli.org.ge უნდა წარადგინოს. თითოეულ საკონკურსო პროექტს ორი დამოუკიდებელი ექსპერტი წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით შეაფასებს.

მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, აღზრდა და მათი პროფესიული წინსვლის ხელშეწყობა საქართველოში მეცნიერების განვითარების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული პრეზიდენტის გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის. ეს კონკურსი ჩვენი ახალგაზრდა მკვლევარების წარმატებული სამეცნიერო კარიერის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • ახალგაზრდა მეცნიერები უცხოეთში სამეცნიერო-კვლევით სტაჟირებას გაივლიან
  • ახალგაზრდა მეცნიერებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცეს
  • ფუნდამენტური კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდა
  • ინოვაციური ტექნოლოგიური კვლევების ხელშემწყობი კონკურსი ცხადდება
  • საზღვარგარეთ არსებული ქართული საგანძურის მოძიება დაიწყო






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge