ინოვაციური ტექნოლოგიური კვლევების ხელშემწყობი კონკურსი ცხადდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ინოვაციური ტექნოლოგიური კვლევების ხელშემწყობი კონკურსი ცხადდება სიახლე
23-06-2012, 02:22
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მეცნიერებაში ბიზნესსექტორის აქტიური ჩართვის კუთხით მუშაობას განაგრძობს. საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიური ხასიათის კვლევების განვითარებისა და მათი კომერციალიზაციის მიზნით მიმდინარე წელს კიდევ ერთი ახალი მსხვილბიუჯეტიანი კონკურსი გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გუშინ პირველი მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც კონკურსის პროექტსა და ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს. პროგრამის შემუშავებაში ფონდის ხელმძღვალებთან ერთად უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, მეცნიერები, მერიის, ბიზნესის და საქპატენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. საგრანტო კონკურსის დებულება ტექნოლოგიების ტრანსფერთან დაკავშირებული ყველა დაინტერესებული მხარის რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩამოყალიბდება.

კონკურსის მიზანია სამეცნიერო ჯგუფებისა და ბიზნესის დაახლოება და ისეთი კვლევების დაფინანსება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის შექმნა-დამუშავებას.

თითოეულ გამარჯვებულ პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვლევის ხანგრძლივობის მიხედვით 25-დან 75 ათას ლარამდე დააფინანსებს.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • ახალგაზრდა მეცნიერებისთვის გრანტების კონკურსი გამოცხადდა
  • ქართველ და ფრანგ მეცნიერთა თანამშრომლობის ხელშემწყობი კონკურსი
  • საერთაშოროსო კონფერენციებზე საქართველოდან 52 მეცნიერი გაემგზავრება
  • დოქტორანტებისთვის კონკურსი ცხადდება
  • ფუნდამენტური კვლევებისათვის სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge