ბრუკჰავენის ლაბორატორიის მონიტორინგის ჯგუფი სტუ-ში პრეზენტაციას მართავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ბრუკჰავენის ლაბორატორიის მონიტორინგის ჯგუფი სტუ-ში პრეზენტაციას მართავს სტუ
15-04-2013, 14:31
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კერძოდ სამთო ელექტრომექანიკის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიას, პენტაგონის მიერ დაფინანსებული პროექტის (“P-549”) ფარგლებში, სტუმრად ეწვევა ბრუკჰავენის (აშშ) ნაციონალური ლაბორატორიის მონიტორინგის ჯგუფი. გუშინ ჯგუფის წევრებმა სამთო ელექტრომექანიკის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში სამუშაო შეხვედრა გამართეს, დღეს კი სტუ-ის ადმინისტრაციულ კოპრუსში, მესამე სართულზე, შეხვედრების ოთახში, ტარდება პროექტის პრეზენტაცია.

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს საპარტნიორო სამეცნიერო პროექტების წამყვანის,ბრუკჰავენის ნაციონალური ლაბორატორიის წარმომადგენლის, ვასილ ჯორჯაძის განცხადებით, ლაბორატორიის საქმიანობა მიმართულია იქით, რომ ყოფილი სსრკ-ის მეცნიერების მუშაობა, რომლებიც დაკავებული იყვნენ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნით, ახლა მშვიდობიანი პროექტების შექმნისკენ მიიმართოს. “ბუნებრივია, მათ შორისაა საქართველოც და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ფიზიკის ინსტიტუტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებთან”, - განაცხადა მან.

ორწლიანი პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ელექტრომექანიკის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში მუშავდება. ლაბორატორიის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს არის საპარტნიორო კომერციული პროექტი, რომელიც საქართველოში პირველად დაფინანსდა.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში ჩამოვიდნენ ექსპერტები: აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს საპარტნიორო სამეცნიერო პროექტების წამყვანი (ბრუკჰავენის ნაციონალური ლაბორატორია) ვასილ ჯორჯაძე; აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს საპარტნიორო სამეცნიერო პროექტების პროგრამის ხელმძღვანელი (ბრუკჰავენის ნაციონალური ლაბორატორია) როჰატგი უპენდრა; აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს საპარტნიორო სამეცნიერო პროექტების წამყვანი დონალდ ლესერი (ლოურენც ლივერმოლის ნაციონალური ლაბორატორია); აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს საპარტნიორო სამეცნიერო პროექტების წამყვანი ბილ ფრიმანი (ქ. კანზასის საწარმოო გაერთიანება); აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს საპარტნიორო სამეცნიერო პროგრმის პარტნიორი აშოტ ტუმაგიანი (ტექნოლოგიების ტრანსფერის კომპანიის ხელმძღვანელი); აშშ-ის ენერგეტიკის სამიპნისტროს საპარტნიორო სამეცნიერო პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის, "Energytech"-ის ხელმძღვანელი იგორ ბარსუკოვი.
 
 

ასევე:

  • სტუ-ს ბრუკჰავენის ნაციონალური ლაბორატორიის მონიტორინგის ჯგუფი ეწვევა
  • ენერგეტიკის საგანმანათლებლო პროგრამების თემაზე კონფერენცია ჩატარდა
  • კომპანია “დოკა” ტექნიკურ უნივერსიტეტს საჩუქარს გადასცემს
  • სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო დაინტერესებულ პირებს იწვევს საჯარო ლექციაზე
  • • უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი ტიპის ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკის ლაბორატორია იქმნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge