• უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი ტიპის ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკის ლაბორატორია იქმნება » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

• უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი ტიპის ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკის ლაბორატორია იქმნება სტუ
19-06-2015, 22:25
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბოლო წლებია ინტენსიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულების სტრატეგიული სამეცნიერო-ექსპერიმენტული ბაზების დაარსებაზე, სწორედ ასეთი ახალი ტიპის ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკის ლაბორატორია იქმნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. 17-მილიონიანი პროექტის განხორციელებაში საქართველოს პარტნიორია მსოფლიოში ცნობილი ავსტრიული ფირმა „ბილფიგერი“, რომლის წარმომადგენლებსაც მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი შეხვდნენ.

ავსტრიელმა სპეციალისტებმა პრეზენტაციის სახით სრულად წარმოადგინეს კონცეფციის თავიანთი ხედვა, პროექტის მიზანი და სტრატეგიული დანიშნულება - “ჩვენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვახორციელებთ პროექტს სახელწოდებით „ენერგეტიკის და ჰიდროლოგიის ქართული კვლევითი ინსტიტუტი“. ჩვენ ვაპირებთ ჩამოვაყალიბოთ ყველაზე თანამედროვე ინსტიტუტი, სადაც სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვადასხვა კომპანიას ექნებათ შესაძლებლობა, ჩაატარონ მრავალი ექსპერიმენტი და კვლევა ჩვენს ლაბორატორიებში. ეს დაეხმარება ქართულ მთავრობას ორგანიზება გაუწიოს ისეთი საკითხების შესწავლას, როგორიცაა - ჰიდროლოგია და ენერგეტიკა. მინდა დავამატო, რომ ძალიან ვწუხვარ, რაც დღეს თქვენს ქვეყანაში ხდება და მომავალში ვიმედოვნებთ ტექნიკური უნივერსიტეტის დახმარებით, ჩვენ გვექნება საშუალება შევისწავლოთ წყალდიდობების გამომწვევი მიზეზები და თავიდან ავირიდოთ მძიმე შედეგები - განაცხადა ბილფინგერის რეგიონალურმა დირექტორმა მასუდ მირზამ.

თანამედროვე სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში ქართველი მეცნიერები შეძლებენ გააკეთონ ისეთი საკითხების კვლევები, ექსპერტიზა და მოდელირება როგორიცაა ღვარცოფები, წვიმისაგან და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმებისაგან გამოწვეული სტიქიები. აშენდება ჰესები და პორტები, რომელსაც სჭირდება ფიზიკური, ნატურული ექსპერიმენტები, ლაბორატორიული სივრცე და სწორედ ასეთი ცენტრი იქმნება ახალი ტიპის ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკის ლაბორატორია. ეს იქნება უმსხვილესი ცენტრი, რომელიც იქნება ერთ-ერთი წამყვანი ევროპაში.

ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება კვალიფიციური კადრების მომზადება და კვლევების წარმოება. ჰიდროინჟინერიის კვლევით ლაბორატორია იქნება პასუხისმგებელი არა მხოლოდ კადრების მომზადებაზე, არამედ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის ექსპერტული დასკვნის გაცემაზე. ეს კონკრეტული პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ეს კვლევითი და საექპერიმენტო ბაზა ზუსტად ესადაგება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას - იქნება ეს წყლის მართვა, კატაკლიზმები, ბუნებრივი რესურსები, ეკოლოგია თუ სხვა. ეს ყველაფერი დაგვეხმარება იმაში, რომ შესაბამისი კადრები მოვამზადოთ, ჩავატაროთ კვლევები და ექპერიმენტები, რომლებიც პრევენციის ნაწილშიც ძალიან გამოადგება ქვეყანას. ამ ცენტრში მასწავლებლებიც და პროფესორებიც თითქმის ერთწლიან უწყვეტ რეჟიმში გაივლიან გადამზადებას, როგორც საქართველოში, ისე ავსტრიაში.

ახალი ლაბორატორია არის ნაწილი იმ სტარტეგიული მნიშვნელობის პროექტებისა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს. მალე საქართველოში ამოქმედდება რამდენიმე ძლიერი ინსტიტუცია თავისი თანამედროვე საექსპერიმენტო ბაზით. ერთ-ერთი მათგანი - საუნივერსიტეტო კლინიკა უკვე წარმატებით ფუნქციონირებს. მალე დასრულდება აგრარული მიმართულების სამეცნიერო-კველევითი დაწესებულების რეაბილიტაცია, უახლოეს მომავალში ახალი ბაზებით განაახლებენ ფუნქციონირებას გამოთვლითი მათემატიკის, კიბერნეტიკის, კვანტური ფიზიკის ინსტიტუტები.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა
  • მოსწავლეებმა სტუ-ში ფიზიკის ახალი ლაბორტორია დაათვალიერეს
  • სტუ-ში ფიზიკის განახლებული სასწავლო ლაბორატორია დაიწყებს ფუნქციონირებას
  • სტუ-ს ბრუკჰავენის ნაციონალური ლაბორატორიის მონიტორინგის ჯგუფი ეწვევა
  • ბრუკჰავენის ლაბორატორიის მონიტორინგის ჯგუფი სტუ-ში პრეზენტაციას მართავს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge