სტუ-ს ბრუკჰავენის ნაციონალური ლაბორატორიის მონიტორინგის ჯგუფი ეწვევა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ს ბრუკჰავენის ნაციონალური ლაბორატორიის მონიტორინგის ჯგუფი ეწვევა სტუ
12-04-2013, 13:52
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კერძოდ სამთო ელექტრომექანიკის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიას, პენტაგონის მიერ დაფინანსებული პროექტის (“P-549”) ფარგლებში, სტუმრად ეწვევა ბრუკჰავენის (აშშ) ნაციონალური ლაბორატორიის მონიტორინგის ჯგუფი. 14 აპრილს ჯგუფის წევრები სამთო ელექტრომექანიკის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში სამუშაო შეხვედრას გამართავენ, 15 აპრილს კი სტუ-ის ადმინისტრაციულ კოპრუსში, მესამე სართულზე, შეხვედრების ოთახში, გაიმართება პროექტის პრეზენტაცია.

ორწლიანი პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ელექტრომექანიკის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში მუშავდება. ლაბორატორიის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს არის საპარტნიორო კომერციული პროექტი, რომელიც საქართველოში პირველად დაფინანსდა.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში ჩამოდიან ექსპერტები: აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს საპარტნიორო სამეცნიერო პროექტების წამყვანი (ბრუკჰავენის ნაციონალური ლაბორატორია) ვასილ ჯორჯაძე; აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს საპარტნიორო სამეცნიერო პროექტების პროგრამის ხელმძღვანელი (ბრუკჰავენის ნაციონალური ლაბორატორია) როჰატგი უპენდრა; აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს საპარტნიორო სამეცნიერო პროექტების წამყვანი დონალდ ლესერი (ლოურენც ლივერმოლის ნაციონალური ლაბორატორია); აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს საპარტნიორო სამეცნიერო პროექტების წამყვანი ბილ ფრიმანი (ქ. კანზასის საწარმოო გაერთიანება); აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს საპარტნიორო სამეცნიერო პროგრმის პარტნიორი აშოტ ტუმაგიანი (ტექნოლოგიების ტრანსფერის კომპანიის ხელმძღვანელი); აშშ-ის ენერგეტიკის სამიპნისტროს საპარტნიორო სამეცნიერო პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის, "Energytech"-ის ხელმძღვანელი იგორ ბარსუკოვი.
 
 

ასევე:

  • ბრუკჰავენის ლაბორატორიის მონიტორინგის ჯგუფი სტუ-ში პრეზენტაციას მართავს
  • ენერგეტიკის საგანმანათლებლო პროგრამების თემაზე კონფერენცია ჩატარდა
  • აკადემქალაქში "საქართველოს ნაციონალური ატლასის" პრეზენტაცია გაიმართება
  • სტუ-ს MCC-ის განათლების პროექტის დირექტორი და ექსპერტები ეწვივნენ
  • • უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი ტიპის ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკის ლაბორატორია იქმნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge