|
15-12-2009, 04:24
15 დეკემბერს, 14:00 საათზე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში (მ. ალექსიძის ქ. 1/8 - აკადემქალაქი) შედგება საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის "საქართველოს ნაციონალური ატლასი" პრეზენტაცია. საქართველოს ნაციონალური ატლასი წარმოადგენს სამეცნიერო-საცნობარო ხასიათის კომპლექსურ კარტოგრაფიულ ნაწარმოებს. მასში მოცემულია გეოგრაფიულ და მის მომიჯნავე დარგებში მეცნიერებათა მიღწევები. საქართველოს ნაციონალური ატლასი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის: მეცნიერების და სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და მხარეთმცოდნეობისთვის, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებისთვის, მათთვის, ვინც დაინტერესებულია ქვეყნის ბუნების, მოსახლეობის, მეურნეობის და ისტორიის გაცნობით და შესწავლით. ატლასის შედგენაში გეოგრაფებთან ერთად მონაწილეობდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები: გეოლოგები, ბოტანიკოსები, ზოოლოგები, ისტორიკოსები და სხვა. ატლასის რუკები შედგენილია 1:1 000 000; 1:1 500 000; 1:2 000 000; 1:2 500 000 მასშტაბში. |
|