|
25-11-2009, 14:45
25 და 26 ნოემბერს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის, ნინო რამიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის კონცერტები. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ანსამბლი განახლებული საკონცერტო პროგრამითა და სრული შემადგენლობით წარდგება მაყურებლის წინაშე. 2010 წლის განმავლობაში ნინო რამიშვილის იუბილესთან დაკავშირებით იმართება სხვადასხვა ღონისძიება, დაარსდა ნინო რამიშვილის სახელობის ქუჩა, ეწყობა გამოფენები, სხვადასხვა ქვეყნის ანსამბლების გასტროლები და სხვა. |
|