თეატრის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა "ქართული როკვის პოეზია" » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

თეატრის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა "ქართული როკვის პოეზია" კულტურა, სპორტი
27-02-2010, 23:14
დღეს, 27 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა გამოფენა "ქართული როკვის პოეზია". წარმოდგენილი იქნება მოცეკვავე თენგიზ უთმელიძის მიერ გადაღებული ქართული ხალხური ცეკვის აკადემიური ანსამბლის (ნინო რამიშვილის და ილიკო სუხიშვილის ხელმძღვანელობით) "ოქრის ხანის" ამსახველი ფოტომასალა, რასაც ანსამბლის მატიანედ მოიხსენებენ.

გამოფენაზე 50-60-იანი წლების ამსახველი 150-ზე მეტი ფოტო გამოიფინა. მათზე აღბეჭდილია ანსამბლის კონცერტები ისეთ ცნობილ თეატრებში, როგორიც არის ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერა, ლა-სკალას თეატრი, თეატრები ვენასა და ვენეციაში, ასევე შეხვედრები ჰოლივუდის ცნობილ მსახიობებთან, ფეხბურთის მეფე პელესთან, ამერიკის ბალეტის ფუძემდებლ, ბალეტმეისტერ ჯორჯ ბალანჩინთან და სხვა.
აღსანიშნავია, რომ თენგიზ უთმელიძე წლების განმავლობაში ქართულ ცეკვაში პარტნიორობას უწევდა თავად ნინო რამიშვილს.

ეს პერიოდი ითვლება ანსამბლის საუკეთესო წლებად, საუკეთესო შემადგენლობითა და მიღწევებით.
 
 

ასევე:

  • ხელოვნების სასახლეში გამოფენა "ქართული კვალი კავკასიაში" გაიხსნა
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიხსნება გამოფენა "აკაკი ქართულ თეატრში"
  • პარიზში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში ღონისძიებები იგეგმება
  • ხელოვნების მუზეუმში ქართველი ებრაელების ისტორიისა და კულტურის ამსახველი გამოფენა გაიხსნება
  • თეატრის მუზეუმში ნიღბების პრეზენტაცია გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge