კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიხსნება გამოფენა "აკაკი ქართულ თეატრში" » News.GTU.ge



«    მარტი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
დაგვიკავშირდით

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიხსნება გამოფენა "აკაკი ქართულ თეატრში" კულტურა, სპორტი
24-09-2010, 00:17
25 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საგამოფენო დარბაზში (სანაპიროს ქ. 4) გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით: "აკაკი ქართულ თეატრში".

ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული უნიკალური მასალა. მათ შორის აკაკი წერეთელის ხელნაწერები, ფოტოები მემორიალური ავტოგრაფებით და ა. შ. მასალა ფართო საზგადოებისთვის უცნობია, რადგან ისინი არასოდეს გამოფენილა. აღსანიშნავია აკაკი წერეთლის დიდი ზომის ფოტო, რომელზედაც ავტორისვე ხელით მაკო საფაროვასადმი მიძღვნილი შარჟია მიწერილი. მნიშვნელოვანია 1912 წელს რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოს ორიგინალი, სადაც აკაკი მოცეკვავეთა შორის დგას.

დიდი ადგილ უკავია ქართველი მხატვრების ი. შტენბერგის, კ. კვალიაშვილის, მ. გოცირიძის, დ. მირიანაშვილის ესკიზებს სპექტაკლებისთვის "ბაში-აჩუკი" და "პატარა კახი". ფერად ნახატებში გადმოცემულია მსახიობთა კოსტუმებისა და დეკორაციების ესკიზები, ისინი აკაკის ნაწარმოებთა ეპოქას ასახავს.

პირველად გამოიფინება უნიკალური კოსტუმები კინოფილმიდან "ბაში-აჩუკი". აღსანიშნავია, რომ "თავად ჩოლოყაშვილის", "აბდულ შაჰილის", "სელიმ ხანის" კოსტუმების შესრულების დროს გამოყენებულია ოქროს მელანი, ძვირფასი ლითონები და აღმოსავლური ქსოვილით შესრულებული აპლიკაციები. "ერისთავის ქალის" კაბა კი XVII საუკუნის სადედოფლო კოსტიუმის ზუსტ ასლს წარმოადგენს და იგი ქართული ფრესკების მიხედვით შეიკერა.

გამოფენაზე დამთვალიერებელი ასევე პირველად იხილავს აკაკის ვაჟის მუსიკალურ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ მასალას.

ოქტომბერში ასევე დაგეგმილია აკაკი წერეთლის საიუბილეო წელთან დაკავშირებული მთელი რიგი ღონისძიებები ქუთაისსა და ბათუმში. შეგახსენებთ, რომ აკაკის იუბილე წელს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით ტარდება.
 
 

ასევე:

  • კულტურის სამინისტროში ვასილ ამაშუკელის ფილმის აღდგენილი ვერსიის ჩვენება გაიმართება
  • თეატრის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა "ქართული როკვის პოეზია"
  • საქართველოში ეკვადორის კულტურის დღეები ტარდება
  • დადიანების სასახლეში დღემდე უცნობი საგანძური გამოიფინება
  • ხელოვნების მუზეუმში კირილე და ილია ზდანევიჩების გამოფენა გაიხსნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge