დადიანების სასახლეში დღემდე უცნობი საგანძური გამოიფინება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დადიანების სასახლეში დღემდე უცნობი საგანძური გამოიფინება კულტურა, სპორტი
1-12-2011, 00:37
ზუგდიდში, დადიანების სასახლეში მისულ დამთვალიერებელს პირველად მიეცემა საშუალება თანამედროვე სამუზეუმო ტექნოლოგიით აღჭურვილ დარბაზებში გამოფენილი ის საგანძური იხილოს, რომლებიც დღემდე არასოდეს გამოფენილა.

კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მუზეუმებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს, რომლის პირველსაწყისს ჯერ კიდევ 1840-იან წლებში დაუდო სათავე სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმის ფონდებში ამჟამად დაცულ 41 000-ზე მეტ ექსპონატს შორისაა ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები - მოყოლებული ბრინჯაოს ხანიდან დამთავრებული დადიანების საგვარეულოს მემორიალური რელიქვიებით და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების საკმაოდ მდიდარი კოლექციით.

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ღიაა დამთვალიერებლისათვის, მისი სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის პრობლემების მოგვარების გარდა, აუცილებელია ფონდებში დაცული უნიკალური მასალების გამომზეურება და სათანადოდ ექსპონირება, რათა იგი ხელმისაწვდომი გახდეს სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისთვის.

სწორედ აღნიშნულ მიზანს ისახავდა პროექტი "დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საგანძურის საგამოფენო დარბაზების რეაბილიტაცია", რომელიც შემუშავდა საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ და დაფინანსდა იაპონიის მთავრობის მიერ, საქართველოში იაპონიის საელჩოს მეშვეობით.

სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა "საქართველოს მემკვიდრეობის" მიერ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ხელშეწყობით.
ghn
 
 

ასევე:

  • ფრესკების სარეაბილიტაციო სეზონი გაიხსნა
  • ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ვარძიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაო შეაფასა
  • მესტიაში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
  • საზღვარგარეთ არსებული ქართული საგანძურის მოძიება დაიწყო
  • ხობის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge