|
12-04-2010, 20:08
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ფრესკების სარეაბილიტაციო სეზონი გახსნა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2010 წლის ბოლომდე საკონსერვაციო სამუშაო ჩაუტარდება რთულ მდგომარეობაში არსებულ თბილისის პატარა სამებისა და ტაბაკინის ეკლესიების, მოწამეთას, ალავერდის, გელათის, სვეტიცხოვლისა და ნიკორწმინდას სამონსატრო კომპლექსების კედლის მხატვრობას.
დღეს ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა თბილისის სამების კედლის მხატვრობის მდგომარეობა თავად შეაფასა. |
|