იხსნება კვირეული "აფხაზეთის სულიერი მემკვიდრეობა - ქართული სალოცავები" » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

იხსნება კვირეული "აფხაზეთის სულიერი მემკვიდრეობა - ქართული სალოცავები" კულტურა, სპორტი
2-05-2011, 00:49
დღეს, 2 მაისს, კულტურული მემკვიდრეობის დღის აღსანიშნავად, გაიხსნება კვირეული "აფხაზეთის სულიერი მემკვიდრეობა - ქართული სალოცავები".

კვირეულის ფარგლებში მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ამსახველი ფოტოები, ხოლო საკონფერენციო თემები მიეძღვნება თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული მატერიალური ძეგლების დაცვის სამართლებრივ ასპექტებს, შუა საუკუნეების აფხაზეთის წერილობით კულტურას, ტრადიციებს, რიტუალებს და აფხაზეთში არსებულ ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს.

ღონისძიება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ მაისის პირველი კვირა კულტურული მემკვიდრეობის დღედ გასულ წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაწესდა.
ghn
 
 

ასევე:

  • ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზეთობა 2010" გაიმართება
  • საზღვარგარეთ არსებული ქართული საგანძურის მოძიება დაიწყო
  • 13 დეკემბერს ფოტოალბომის "აფხაზეთი XIX საუკუნე" პრეზენტაცია გაიმართება
  • ფრესკების სარეაბილიტაციო სეზონი გაიხსნა
  • დევნილი ბავშვებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge