13 დეკემბერს ფოტოალბომის "აფხაზეთი XIX საუკუნე" პრეზენტაცია გაიმართება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

13 დეკემბერს ფოტოალბომის "აფხაზეთი XIX საუკუნე" პრეზენტაცია გაიმართება კულტურა, სპორტი
11-12-2011, 01:08
15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ფოტოალბომის "აფხაზეთი XIX საუკუნე" (აფხაზეთი ფოტოებში, სურათებსა და ჩანახატებში) პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც ცნობილია, აფხაზეთში 1992-1993 წწ. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზიანდა ან პრაქტიკულად განადგურდა აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის ამსახველი მასალა: დაიწვა მუზეუმები, არქივები, ბიბლიოთეკები. ათიოდე წლის წინ აფხაზეთის საზოგადოებამ თხოვნით მიმართა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტს, მოეძიებინა ენგურსაქეთ ტერიტორიაზე შემორჩენილი აფხაზური კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ნიმუშები.

ალბომი აფხაზური და ქართული მხარეების თითქმის ათწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგია. "აფხაზეთი XIX საუკუნე" დასაბეჭდად მოამზადეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა და ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა.
 
 

ასევე:

  • თბილისში გაიხსნება ფოტოგამოფენა "ჩემი აფხაზეთი"
  • მის აფხაზეთი 17 წლის მარიამ კილასონია გახდა
  • იხსნება კვირეული "აფხაზეთის სულიერი მემკვიდრეობა - ქართული სალოცავები"
  • ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზეთობა 2010" გაიმართება
  • სტუ-ში ჟიული შარტავას იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტარდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge