სტუ-ში ჟიული შარტავას იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტარდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ჟიული შარტავას იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტარდება სტუ
14-02-2014, 18:36
5-7 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები.

5-6 მარტს ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია “ქართულ პოლიტიკის თანამედროვე პრობლემები”.

7 მარტს ჟიული შარტავას სახელობის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სკოლის პრეზენტაცია.

ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს სენაკში დაიბადა. იყო ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1993). დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა სოხუმის დაცემის დღეს, 1993 წლის 27 სექტემბერს. სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული.

ჟიული შარტავამ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა ინჟინრად; შემდეგ იყო კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე თბილისსა და რუსთავში. 1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1992 წ. არჩეული იყო დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატად.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების მქონე შარტავა ედუარდ შევარდნაძემ დანიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის დაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. სოხუმის დაცემის დღეს არ დატოვა ქალაქი. აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით, შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ჟიული შარტავას იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა
  • სტუში ჟიული შარტავას სახელობის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სკოლა გაიხსნა
  • მის აფხაზეთი 17 წლის მარიამ კილასონია გახდა
  • ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ
  • ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზეთობა 2010" გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge