სტუ-ში ჟიული შარტავას იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა » News.GTU.ge



«    მაისი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში ჟიული შარტავას იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა სტუ
5-03-2014, 14:20
სტუ-ში ჟიული შარტავას იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია “ქართული პოლიტიკის თანამედროვე პრობლემები”.

სტუ-ში ჟიული შარტავას იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ქართველი ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი, სტუ-ის სრული პროფესორი შალვა ნაჭყებია და სხვები.

სტუ-ში ჟიული შარტავას იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა ამასთან, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის მესამე სართულზე ჟიული შარტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა.

სტუ-ში ჟიული შარტავას იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა სამეცნიერო კონფერენცია ორდღიანია, 7 მარტს კი დაგეგმილია ჟიული შარტავას სახელობის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სკოლის პრეზენტაცია. გაიმართება გრანდიოზული საზეიმო ღონისძიება, რომელზედაც მოწვეულნი არიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, კულტურის სფეროს მოღვაწეები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ახლობლები.

ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს სენაკში დაიბადა. იყო ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1993). დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა სოხუმის დაცემის დღეს, 1993 წლის 27 სექტემბერს. სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული.

ჟიული შარტავამ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა ინჟინრად; შემდეგ იყო კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე თბილისსა და რუსთავში. 1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1992 წ. არჩეული იყო დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატად.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების მქონე შარტავა ედუარდ შევარდნაძემ დანიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის დაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. სოხუმის დაცემის დღეს არ დატოვა ქალაქი. აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით, შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ჟიული შარტავას იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტარდება
  • სტუში ჟიული შარტავას სახელობის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სკოლა გაიხსნა
  • სტუ-ში ექვთიმე თაყაიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა
  • მის აფხაზეთი 17 წლის მარიამ კილასონია გახდა
  • სტუ-ში მეუფე ანანიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge