სტუ-ში მეუფე ანანიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში მეუფე ანანიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა სტუ
12-12-2014, 23:30
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეუფე ანანიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია სტუ-ის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა.

სტუ-ის პროფესორებთან და სტუდენტებთან ერთად, საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის სასულიერი სემინარიისა და აკადემიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, გუდარეხის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი თორნიკე ნაცვლიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი და სხვა ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწეები.

მანგლისისა და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ანანია (თენგიზ ჯაფარიძე), 1949 წლის 20 აგვისტოს ტყიბულში დაიბადა. იგი არის საქართველოს საპატრიარქოს ქართული ენის დიალექტების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

1974 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1980 წელს კი – მცხეთის სასულიერო სემინარია. 1979 წლის 14 თებერვალს ბერად აღკვეცა, 1975 წელს ბერდიაკონის ხარისხში აიყვანეს. 1979 წელს მღვდელმონაზონი გახდა, ხოლო 1981 წელს 7 მარტს – არქიმანდრიტი. ამავე წელს ნიკორწმინდის ეპარქია ჩააბარეს და ეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭეს. 1981 წელს მესხეთ-ჯავახეთის ეპარქიაში გადაიყვანეს, 1983-1992 წლებში ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპარქიას მართავდა. 1988-1992 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო განყოფილების თავმჯდომარე, 1990-1992 წლებში კი ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი. 1992-1996 წლებში მანგლისის ეპარქიას ედგა სათავეში. 1996 წელს მიიღო მთავარეპისკოპოსის ხარისხი. 1999 წელს გახდა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, 2001 წელს კი – გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. ამავე წელს მანგლისისა დაწალკის მიტროპოლიტის წოდება მიიღო. 2002 წელს გახდა თეოლოგიის კათედრის გამგე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2003 წელს პროფესორის ხარისხი მიანიჭეს. 2005 წელს გახდა რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი და ამავე წელს ქართული ენის დიალექტების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

მეუფე ანანიას ეკუთვნის მრავალი წიგნი, გამოკვლევა და პუბლიცისტური წერილი.1996-2012 წლებში სამჯერ გამოიცა მეუფე ანანიას ოთხტომეული “საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია” (გამომცემლობები: “მერანი”, “ალილო” და “გუმბათი”).
 
 

ასევე:

  • მეუფე ანანიას ეპისკოპოსად კურთხევიდან დღეს 30 წელი გავიდა
  • მეუფე ანანიამ ისაუბრა თემაზე: “საქართველო და ევროპული ინტეგრაცია“
  • მეუფე ანანია სტუ-ში საჯარო ლექციას წაიკითხავს
  • ეკლესია გაბრიელ ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს
  • მეუფე ანანიამ წაიკითხა ლექცია “გლობალიზაცია და ტრადიციულობა”






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge