მეუფე ანანიას ეპისკოპოსად კურთხევიდან დღეს 30 წელი გავიდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მეუფე ანანიას ეპისკოპოსად კურთხევიდან დღეს 30 წელი გავიდა კულტურა, სპორტი
17-03-2011, 19:34
მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტის, მეუფე ანანიას ეპისკოპოსად კურთხევიდან დღეს 30 წელი გავიდა.

მეუფე ანანია (ჯაფარიძე თენგიზ ანატოლის ძე) 1949 წლის 20 აგვისტოს ტყიბულში დაიბადა. იგი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მანგლისისა და წალკის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი, პროფესორი, სტუ-ის თეოლოგიის კათედრის გამგე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი 1999 წლიდან, ავტორი ორმოცზე მეტი ნაშრომისა საქართველოსა და საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. დაიბადა ინჟინერ-ტექნიკოსოს ოჯახში, 1966 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა; 1974 წელს - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი "მართვის ავტომატური საშუალებები"; 1980 წელს მცხეთის სასულიერო სემინარია. სწავლის პერიოდში აღკვეცილ იქნა ბერად, სახელით ანანია, 1979 წლის 4 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად, 27 სექტემბერს კი - მღვდლად. 1979 წლიდან თბილისის წმ. სამების ტაძრის წინამძღვარია. 1980 წლის 27 სექტემბერს ალავერდის მონასტერში აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, ხოლო 1981 წელს დადგენილ იქნა არქიმანდრიტად. 1981 წლის 15 მარტს ილია II-მ ხელი დაასხა ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსად. 1981 წლის 29 აპრილიდან 1992 წლის 25 დეკემბრამდე ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპისკოპოსია, 1992 წ ლის 25 დეკემბრიდან 1995 წლის 17 ივნისამდე მანგლისის მთავარეპისკოპოსია, 1995 წლის ივნისიდან კი მანგლისისა და წალკის კათედრაზეა.

მთავარეპისკოპოს ანანიას მღვდელთმთავრობისას აღდა ღვთისმსახურება ზარზმის, ვარძიის, საფარის მონასტრებში, აღდგა ეკლესიები სოფელ ივლიტაში, ხვალიშაში, ახალდაბასა და სადგერში. გაიხსნა ეკლესიები აბასთუმანში, ბორჯომში, ალგეთში, კოდაში და სხვ. 1990 წ მეუფე ანანიას თაოსნობით დაარსდა სასულიერო სასწავლებელი ქ. ახალციხეში, რომლის რექტორიც იგი იყო 1992 წლიდან. 1995 წლიდან პედაგოგია თბილისის სასულიერო აკადემიაში. დაჯილდოებულია ალექსანდრიის საპატრიარქოს წმ. მარკოზის ორდენით და საქართველოს ეკლესიის ჯილდოებით. 2005 წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს საპატრიარქოს ქართული ენისა და კულტურის შემსწაცლელი სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარეა.

მეუფე ანანიას ეკუთვნის ფუნდამენტური ნაშრომი - ოთხტომეული "საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია" (თბილისი, 1996. ტ. 1; 1998. ტ. 2; 1999. ტ. 3; 2003. ტ.4); ასევე საქართველოს საეკლესიო კრებები სამ წიგნად (2003 წ.); საქართველოს საკანომდებლო კრებები, XII-XX სს (2003). მონოგრაფიები: "ქართველთა წინაპრების ბიბლიური ისტორია ადამიდან იესომდე" (თბილისი, 1994); "საინგილო" (თბილისი, 1998); "მესხეთი" (თბილისი, 1998 წ.); აგრეთვე ნაშრომები: "ქრისტიანობა საქართველოში წმ. ანდრია პირველწოდებულიდან წმ. ნინომდე (1991), "საქართველოს საპატრიარქოს ადგილი მართლმადიდებლურ დიპტიქში" (1993), "ჩრდილო კავკასიაში აფხაზთა განსახლებისათვის" (1994), "ქართული ეკლესია XVII ს" თბილისი, (1996), "დედა ეკლესია" (1996) და სხვა.

მეუფე მანგლისში სასულიერო სასწავლო ცენტრის ამოქმედებასაც გეგმავს.
 
 

ასევე:

  • მეუფე ანანიამ ისაუბრა თემაზე: “საქართველო და ევროპული ინტეგრაცია“
  • სტუ-ში მეუფე ანანიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა
  • მეუფე ანანია სტუ-ში საჯარო ლექციას წაიკითხავს
  • მეუფე ანანიამ წაიკითხა ლექცია “გლობალიზაცია და ტრადიციულობა”
  • ილია II-ის ინტრონიზაციიდან 35 წელი შესრულდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge