|
4-04-2013, 15:33
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, მცირე სააქტო დარბაზში, მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი, მეუფე ანანია წაიკითხავს საჯარო ლექციას “გლობალიზაცია და ტრადიციულობა”. როგორც სტუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობაში აცხადებენ, ასეთ შეხვედრებს ექნება სისტემატური ხასიათი და, სავარაუდოდ, ყოველთვიურად ჩატარდება. ტრადიცია სტუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით აღდგა.
მეუფე ანანიას ლექციის დასრულების შემდეგ სტუდენტებს საშუალება ექნებათ მათთვის სასურველ კითხვებზე მიიღონ ინფორმაცია. |
|