|
16-04-2013, 19:57
ხვალ, 17 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში მამა თეოდორე (გიგნაძე) სტუდენტებს შეხვდება და ლექციას წაიკითხავს. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე დაიბადა 1960 წელს. 1983 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სპეციალობით. 1989 წლიდან შეუდგა ეკლესიურ ცხოვრებას წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში. 1990-1994 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში. მღვდლად ეკურთხა 1998 წელს. 2003 წლიდან ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარია. მამა თეოდორე რამდენიმე წიგნისა და უამრავი სტატიის ავტორია. |
|