21 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი მამა თეოდორე გიგნაძე მოიწვიეს. შეხვედრას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტანდარტების განყოფილების წარმომადგენლების ესწრებოდნენ.
შეხვედრის თემა იყო პიროვნების თავისუფლება. მამა თეოდორემ ისაუბრა ქრისტიანული რწმენის მნიშვნელობაზე ადამიანის პიროვნული თავისუფლების მიღწევაში.
გაიმართა დისკუსია. სტუდენტებმა ადამიანის პიროვნული თავისუფლების, რწმენის, პატრიოტიზმის, ყოფილით საკითხების თემაზე უამრავი შეკითხვა დასვეს. შევედრა სამ საათს გაგრძელდა.
მამა თეოდორე სტუდენტებს დაჰპირდა, რომ შეხედრა ერთჯერადი არ იქნება. იგი მომავალ კვირას სტუდენტებისთვის საინტერსო თემაზე შეხვედრას გამართავს და ეს ტრადიციად იქცევა.