საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი მამა თეოდორე (გიგნაძე) სტუდენტებს შეხვდა და წაიკითხა ლექცია მარხვის შესახებ, მათ შორის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს მარხვა, როგორი უნდა იყოს ღვთისთვის სათნო მარხვა და როგორ დავიცვათ იგი.
დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ 1983 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სპეციალობით. 1989 წლიდან შეუდგა ეკლესიურ ცხოვრებას წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში. 1990-1994 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში. მღვდლად ეკურთხა 1998 წელს. 2003 წლიდან ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარია. მამა თეოდორე რამდენიმე წიგნისა და უამრავი სტატიის ავტორია.