29 დეკემბერს პროფესორი გია დვალი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "მეცნიერული აზრის მნიშვნელობა სამყაროს თავისუფალი შემეცნებისთვის".
პროფესორმა გია დვალმა აღნიშნულ თემაზე საჯარო ლექცია 24 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა.
ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი გიორგი (გია) დვალი 1963 წელს თბილისში დაიბადა. 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1992 წელს თბილისშივე მოიპოვა ხარისხი თეორიულ ფიზიკაში. ამჟამად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში. 2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა. 2008 წელს კი მიიღო ჰუმბოლტის პროფესურა. დღესდღეობით მიიჩნევა მეცნიერულ ავტორიტეტად თეორიული ფიზიკის დარგში. ძირითადად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მონაწილეობს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში.