გიორგი დვალი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სემინარს გამართავს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

გიორგი დვალი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სემინარს გამართავს მეცნიერება
7-03-2011, 00:14
7 მარტს, 14:00 საათზე, ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN-ში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი გიორგი დვალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფიზიკის მასწავლებელთათვის სემინარს გამართავს. სემინარის მიმდინარეობას მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრება.

გიორგი (გია) დვალი არის ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი. 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1992 წელს მოიპოვა ხარისხი თბილისშივე თეორიულ ფიზიკაში. ამჟამად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში. 2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა. 2008 წელს კი მიიღო ჰუმბოლტის პროფესურა.

დვალი დღესდღეობით მიიჩნევა მეცნიერულ ავტორიტეტად თეორიული ფიზიკის დარგში. ძირითადად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მონაწილეობს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში.
 
 

ასევე:

  • გია დვალი სტუ-ში საჯარო ლექციას წაიკითხავს
  • ფიზიკის მასწავლებლები CERN-ის კვლევით ლაბორატორიაში სტაჟირებას გაივლიან
  • ფიზიკის დარგში მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
  • აკადემიკოს ვიქტორ მატვეევს სტუ-ის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა
  • საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები სტუ-ში ლექციებს წაიკითხავენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge