საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები სტუ-ში ლექციებს წაიკითხავენ » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები სტუ-ში ლექციებს წაიკითხავენ სტუ
17-11-2011, 01:50
18 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციებს წაიკითხავენ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები, ფიზიკოსები - ზურაბ ბერეჟიანი და ზვიად წამალაიძე.

ზურაბ ბერეჟიანი წლებია იტალიაში მოღვაწეობს. 1999 წელს მან იტალიის ნაციონალურ კონკურსში გაიმარჯვა და ამჟამად ლაკვილას უნივერსიტეტის პროფესორია ფიზიკის დარგში. იგი არის გრან სასოს ნაციონალური ლბორატორიის თეორიული ფიზიკის პროფესორი.

ზვიად წამალაიძე მუშაობდა მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. შემდგომში წარმატებით გააგრძელა მუშაობა დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში. ამჟამად მოღვაწეობს შვეიცარიაში.

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულმა ფონდმა 16-17 ნოემბერს მოაწყო ყოველწლიური სამეცნიერო ღონისძიება - საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა ფორუმი.

სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო ფორუმის მიზანია საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სამეცნიერო პოტენციალის მოზიდვა, მათი გამოცდილებისა და კონტაქტების დახმარებით საქართველოს კვლევითი საქმიანობის განვითარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა.

სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს ინტელექტუალურ და სამეცნიერო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით, არაერთ საგრანტო კონკურსს ახორციელებს. ამ მიმართულებით ჩამოყალიბდა და უკვე მიმდინარეობს მრავალი კონკურსი, რომელთა იდეა გასულ წელს გამართულ ანალოგიურ ფორუმზე დაიბადა.
 
 

ასევე:

  • თბილისში საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა ფორუმი ტარდება
  • თბილისში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი გაიხსნება
  • დოქტორანტებისთვის კონკურსი ცხადდება
  • ახალგაზრდა მეცნიერები უცხოეთში სამეცნიერო-კვლევით სტაჟირებას გაივლიან
  • ახალგაზრდა მეცნიერებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge