16-17 ნოემბერს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ტარდება ყოველწლიური სამეცნიერო ღონისძიება - საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა ფორუმი. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდი ატარებს. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მოწვეული მეცნიერების მიერ სამეცნიერო მოხსენებებისა და საჯარო ლექციების წაკითხვა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.
18 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციებს წაიკითხავენ ზურაბ ბერეჟიანი და ზვიად წამალაიძე.
ზურაბ ბერეჟიანი წლებია იტალიაში მოღვაწეობს. 1999 წელს მან იტალიის ნაციონალურ კონკურსში გაიმარჯვა და ამჟამად აკვილას უნივერსიტეტის პროფესორია ფიზიკის დარგში.
ზვიად წამალაიძე მუშაობდა მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. შემდგომში წარმატებით გააგრძელა მოღვაწეობა დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში.