|
20-09-2010, 02:52
20 სექტემბრეს თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი გაიხსნება. ფორუმის მიზანია, ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ მოღვაწე მეცნიერთა გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომოლობის პერსპექტივების დასახვა. ფორუმი ასევე უზრუნველყოფს საქართველოს ინტელექტუალურ და სამეცნიერო ცხოვრებაში უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერების მაქსიმალურ ჩართულობას.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ორდღიანი პლენარული სესია, რომელსაც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ოთხდღიანი ფორუმის დასკვნითი ნაწილი საჯარო ლექციების სახით საუნივერსიტეტო აუდიტორიებში გაიმართება, ფორუმის მონაწილე პროფესორები ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხავენ. სამეცნიერო ფორუმი 24 სექტემბრამდე გასტანს.
ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ipn.ge |
|