ჟიული შარტავას 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟიული შარტავას სახელობის ახალაგაზრდა პოლიტიკოსთა სკოლის პრეზენტაცია გაიმართა. საღამოს ჟული შარტავას მეგობარი, ქართველი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი უძღვებოდა. ქართული სიმღერებით მომღერლები ირმა სოხაძის, თემურ წიკლაურის, აჩიკო ნიჟარაძე, ნოდიკო ტატიშვილი წარდგნენ. მეგობრებმა და ახლობლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეროვნული გმირის ცხოვრება და მოღვაწეობა.
საღამოს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გავზავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, საზოგადო მოღვაწეები, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაეწრნენ.
7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. 70 წლისთავისადმი მიღვნილ საიუბილეო თარიღს აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება მიეძღვნა.
2014 წელი ჟიული შარტავას წლად გამოცხადდა.