29 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში პრეზენტაცია გაიმართება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ერთობლივად ორგანიზებული პრეზენტაცია ეძღვნება ამავე უნივერსიტეტში მომზადებულ ნაშრომს ,,ჰონკონგი, ჩინეთი - 1997“.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, პრეზენტაცია მიზნად ისახავს საქართველოში არსებული კონფლიქტების დარეგულირებისთვის ახალი გზების ძიებას რეალპოლიტიკის გათვალისწინებით.
პრეზენტაციაზე მიწვეულნი არიან მეგობარი ქვეყნების საელჩოები, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლები. ასევე, ამ პრობლემით დაინტერესებული რამდენიმე უნივერსიტეტის მეცნიერები.