საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება » News.GTU.ge



«    ოქტომბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება სიახლე
26-01-2011, 02:30
26 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაია საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის პრეზენტაციას გამართავენ. სასწავლო პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობით შეიქმნა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სამი თვის განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის შემუშავებასა და წარდგენას ითვალისწინებს.

„საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის შეიქმნება ერთიანი სასწავლო გეგმა, რომელიც შესაბამისობაში მოვა საქართველოში მოქმედ სკოლებთან. გარდა ამისა, ჩვენი სამინისტრო გამოყოფს თანხებს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ჰქონდეთ სასწავლო წიგნები და საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ადვილად მოხდეს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მათი ინტეგრირება“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

მათი განცხადებით, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის შემუშავება აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა უცხოეთში ენა და თვითმყოფადობა შეინარჩუნონ.

პაპუნა დავითაია კულტურის მინისტრთანაც აპირებს მსგავსი ხელშეკრულების დადებას, რაც უცხოეთში მოღვაწე ანსამბლებს უკავშირდება. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა ხელს მოაწერენ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტის აპარატის მიერ რეკომენდებულ, უცხოეთში არსებულ ქართულ ანსამბლებს კულტურის სამინისტრო საჭირო ანტურაჟით მოამარაგებს, ანუ შეიკერება ქართული ნაციონალური ჩოხები, კაბები და სხვა აღჭურვილობა.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეკომენდაციას გაუწევს იმ ანსამბლებს, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევიან.
 
 

ასევე:

  • საზღვარგარეთის ქართული საკვირაო სკოლებისთვს სასწავლო გეგმა შემუშავდება
  • უცხოეთში არსებულ ქართულ სკოლებს სახელმძღვანელოებით მოამარაგებენ
  • 20 თურქი ახალგაზრდა უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხება
  • დიმიტრი შაშკინი ლონდოში ქართულ საკვირაო სკოლას ეწვია
  • საინგილოში დავით ყიფიანის სახელობის ტურნირი გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge