|
27-08-2010, 01:18
27 აგვისტოს, 16:00 საათზე, საინგილოში, სოფელ კახისთავში, დავით ყიფიანის სახელობის ტურნირის ფინალური საფეხბურთო მატჩი გაიმართება. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, კახისთავში ერთმანეთს კახის რაიონის ქართული სოფლების ფეხბურთელები შეეჯიბრებიან. მატჩს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.
"საინგილოში ყოველ წელს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული სახალხო ზეიმი იმართება. წელს ფეხბურთში დავით ყიფიანის სახელობის ფინალური მატჩიც გაიმართება. გამარჯვებულ გუნდს ფასიან საჩუქრებს გადავცემთ, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შეიძინა", - განაცხადა ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ კაკალაშვილმა. |
|