ახაშენში ღვთისმშობლის ფრესკა აღმოაჩინეს » News.GTU.ge



«    ოქტომბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ახაშენში ღვთისმშობლის ფრესკა აღმოაჩინეს კულტურა, სპორტი
24-06-2010, 00:15
გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, სვეტიცხოვლის სახელობის ერთნავიანი დარბაზული ეკლესიის საკურთხეველში, ღვთისმშობლის ფრესკა აღმოჩნდა. ეკლესია მე-15-16 საუკუნის ძეგლია. ამის შესახებ “კახეთის საინფორმაციო ცენტრში” აცხადებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, ფრესკა მეცნიერულ შესწავლას და გამოკვლევას საჭიროებს.

"ძეგლების აღრიცხვისა და მონიტორინგის ჩატარების მიზნით ვიმყოფებოდი სოფელ ახაშენში მდებარე სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესიაში, სადაც აღმოჩენილ იქნა ღვთისმშობლის ფრესკა", - განაცხადა მარკოზაშვილმა.

სოფელ ახაშენში შვიდი სალოცავია: "ხარისთავი", "რეჯახი", წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, "სვეტიცხოველი", "კვირაცხოველი", წმინდა სამების სახელობის ეკლესია, "ყვავის საყდარი".

"სვეტიცხოვლის" ეკლესია ახაშენში თავადებს აუგიათ, სავარაუდოდ, XVI- XVII საუკუნეებში. ეკლესიის ირგვლივ მიდამოებში თავადები, მღვდლები, დიაკვნები და ეკლესიის მუშები არიან დაკრძალულნი. საფლავის ქვებზე იშიფრება ძველი ქართული წარწერები. თვითონ ეკლესია იავარქმნილია, საკურთხევლის თაღზე შემორჩენილია უნიკალური, ქვაზე ნაკვეთი ჩუქურთმები, ნახევრად ჩამოშლილ ჭერზე კი ჯვრის ფორმის, ვარსკვლევისებური და ბორჯღალოსებური ორნამენტებია ამოკვეთილი.
 
 

ასევე:

  • გურჯაანში კერამიკული წყალსადენის ნაშთები აღმოჩნდა
  • ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს
  • 4 დეკემბერს ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს
  • ხობის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა
  • საინგილოში დავით ყიფიანის სახელობის ტურნირი გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge