|
17-02-2010, 00:37
გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრიდან 200 მეტრის დაშორებით, წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოს პროცესში კერემიკული წყალსადენის ნაშთები აღმოჩნდა. ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" იუწყება. როგორც გამგეობის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განაცხადა, სავარაუდოდ, ნაშთები XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება. წყალსადენის ტრასის სიგრძე დაახლოებით 50 მეტრია. იგი მიწის ზედაპირიდან ერთი მეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. წყალსადენი შედგება თიხის მილებისგან, რომლის შეერთების ადგილები კირის დუღაბითაა გადალესილი. “სავარაუდოდ, აღმოჩენა მიუთითებს, რომ განვითარებული შუა საუკუნეების ეპოქაში დღევანდელი გურჯაანის ტერიტორიაზე მჭიდრო ქალაქური ტიპის დასახლება ყოფილა. აღმოჩენილი წყალსადენის ნაშთები გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადაეცემა", - განაცხადა მარკოზაშვილმა. |
|