|
26-12-2009, 02:14
/IPN/ ხობის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა. როგორც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დაცული ტერიტორიების სამსახურის უფროსმა ნიკა ანთიძემ განაცხადა, რესტავრატორებმა ხობის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში კანკელის ადრეულ ფენას მიაგნეს. “ტაძარში მიმდინარეობდა კანკელის შეცვლის სამუშაო, რომლის დროსაც მოიხსნა არსებული კანკელი და გასუფთავდა ფუძე. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა ძველი კანკელის ნაშთები, რომელიც შესაძლოა IV-V საუკუნეებით თარიღდებოდეს”, - განაცხადა ანთიძემ. მეცნიერები ვარაუდოებენ, რომ თუკი დღეს აღმოჩენილი ნაშთები მართლაც IV-V საუკუნეებს ეკუთვნის, ამ შემთხვევაში მონასტერი III-IV საუკუნეშია აგებული. მათი ვარაუდით, დღევანდელი სახით არსებული ხობის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი XII-XIII საუკუნეში ძველი ტაძრის საძირკველზე ააგეს. |
|