დიმიტრი შაშკინი ლონდოში ქართულ საკვირაო სკოლას ეწვია » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დიმიტრი შაშკინი ლონდოში ქართულ საკვირაო სკოლას ეწვია სიახლე
13-02-2011, 17:16
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში ლონდონის ქართული საკვირაო სკოლა მოინახულა, სადაც ქართული ენის გაკვეთილს დაესწრო და მოსწავლეებს ქართული წიგნები გადასცა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც განაგრძობს მსგავს შეხვედრებს საზღვარგარეთ არსებულ საკვირაო სკოლებში და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.

გაერთიანებულ სამეფოში პირველი ქართული სკოლა 2002 წლიდან ფუნქციონირებს. წლების განმავლობაში ეს სკოლა ერთადერთი ქართული საკვირაო სკოლა იყო მთელ ევროპაში. დღეისთვის სკოლაში 130-მდე ბავშვი და 7 მასწავლებელია რეგისტრირებული, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრობ ქართველ ბავშვებს ასწავლიან. სკოლაში მოქმედებს საბავშვო ბაღიც.

სკოლა მასწავლებელთა კვალიფიკაციაზეც ზრუნავს. სიტემატურად ტარდება ტრენინგები როგორც დამწყები, ისე მოქმედი მასწავლებლებისთვის.

სკოლა 2002 წელს ლიანა ჯიქია- გოგრიჭიანისა და ვახტანგ გოგრიჭიანის დაფინანსებით დაარსდა.
 
 

ასევე:

  • საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება
  • დევნილი ბავშვებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნა
  • განათლების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს
  • საზღვარგარეთის ქართული საკვირაო სკოლებისთვს სასწავლო გეგმა შემუშავდება
  • საზაფხულო სკოლა "ქართული დამწერლობა" ოფიციალურად გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge