განათლების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

განათლების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს სიახლე
15-03-2010, 23:20
მომავალი სასწავლო წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და "კერძო სკოლათა ასოციაცია" ახალ პროექტს იწყებს. ერთობლივ ინიციატივაზე დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სკოლა-ლიცეუმ "მწიგნობართუხუცესში" სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამინისტროს მხარდაჭერით, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოში მოქმედი კერძო სკოლები სოციალურად დაუცველი ოჯახების ნიჭიერ მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემენ უფასოდ ისწავლონ სკოლებში, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სწავლების მაღალი დონეა. სურვილის შემთხვევაში, კერძო სკოლებში გააგრძელებენ სწავლას ის მოსწავლეებიც, რომელთაც სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადებში გაიმარჯვეს.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სისტემაში წახალისებულნი იყვნენ ნიჭიერი ბავშვები", - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.

შაშკინის განცხადებით, ახალი პროექტით, კერძო სკოლებში სწავლა მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არ იქნება პრივილეგია და ხელმისაწვდომი გახდება ნიჭიერი, მოტივირებული მოსწავლეებისთვის.

მოსწავლეთა შერჩევის პრინციპებზე და მისაღები კონტიგენტის რაოდენობაზე კერძო სკოლები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თავის მხრივ, ხელს შეუწყობენ კერძო სკოლების განვითარებას.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლა-ლიცეუმ - "მწიგნობართუხუცესში" სტუმრობისას სწავლების მეთოდებსა და კერძო სკოლის გამოცდილებასაც გაეცნო
 
 

ასევე:

  • წარმატებულ მოსწავლეებს კერძო სკოლებში სწავლის საშუალება მიეცემათ
  • მინისტრი კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა
  • განათლების მინისტრმა მანდატურებს სერთიფიკატები გადასცა
  • დიმიტრი შაშკინი საქართველოს რეგიონის სკოლების დირექტორებს შეხვდა
  • საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა იწყება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge