საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა იწყება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა იწყება სიახლე
14-09-2010, 21:58
საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა იწყება 15 სექტემბერს საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა იწყება. 14 სექტემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა "პრაიმ ტაიმის" ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებს 2010-2011 სასწავლო წლის სიახლეები გააცნო.

შაშკინის განცხადებით, ტრიმესტრების ნაცვლად, სკოლებში სასწავლო წელი სემესტრებად დაიყოფა, იცვლება შეფასების სისტემა. ამიერიდან, ექვსის ნაცვლად ბავშვები სამი კომპონენტით შეფასდებიან - საშინაო დავალება, საკლასო დავალება და შემაჯამებელი. მინისტრის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან თბილისისა და ბათუმის ყველა სკოლაში სერთიფიცირებული მანდატურები შევლენ. წლის ბოლომდე კი ზუგდიდის, რუსთავის, ქუთაისისა და გორის სკოლებს მოიცავენ.

შაშკინის განცხადებით, ტრიმესტრების ნაცვლად, სკოლებში სასწავლო წელი სემესტრებად დაიყოფა და საქართველოს ყველა სკოლაში ამიერიდან სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.

"პირველი სემესტრი 24 დეკემბერს დასრულდება. პირველი და მე-12 კლასის მოსწავლები სწავლას 20 მაისს, ხოლო დანარჩენი კლასის მოსწავლეები 15 ივნისს დაამთავრებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახების ყველა მოსწავლეს სასკოლო სახელმძღვანელოდები უფასოდ გადაეცემა. ხოლო საპილოტე სკოლების 3 000 პირველკლასელი (ბათუმის, ზუგდიდის, წეროვანის, მესტიის ყველა სკოლისა და თბილისისა და ქუთაისის რამდენიმე სკოლის პირველკლასელი) პრეზიდენტისგან საჩუქრად ნეტბუკს მიიღებს. მასში ჩატვირთული სპეციალური სასწავლო თამაშები, რაც ბავშვებს ქართულის, ბუნებისა და მათემატიკის საგნების შესწავლაში დაეხმარება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მინისტრის ინფორმაციით, იცვლება შეფასების სისტემა. ექვსის ნაცვლად ბავშვები სამი კომპონენტით შეფასდებიან. ეს იქნება საშინაო დავალება, საკლასო დავალება და შემაჯამებელი.

"შემოდის ახალი საგნები - სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება და სპორტის გაკვეთილები. გაიზრდება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების საათები; იანვრიდან თბილისის საპილოტე სკოლებში ცეკვის გაკვეთილების ინტეგრირებული სწავლება დაიწყება. სკოლებში აიკრძალება ნაღდი ფულით ვაჭრობა და სასადილოებში ანგარიშსწორება ბარათებით იქნება", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, უსაფრთხოების კონცეფციის ფარგლებში, ახალი სასწავლო წლიდან თბილისისა და ბათუმის ყველა სკოლაში სერტიფიცირებული მანდატურები შევლენ. წლის ბოლომდე კი ზუგდიდის, რუსთავის, ქუთაისისა და გორის სკოლებს მოიცავენ.

"სკოლის შიდა და გარე პერიმეტერის გასაკონტროლებლად, ასევე უსაფრთოების ზონების შესაქმნელად, სკოლებში უკვე დამონტაჟებულია ვიდეომონიტორინგის სისტემებიც. სკოლა ვალდებული იქნება ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად ჩართოს მშობელიც. თუმცა, მშობელზე, რომელიც ბოროტად აარიდებს თავს შვილის აღზრდას, ადმინისტრაციული კოდექსით გათვასიწინებული საჯარიმო სანქციები დაწესდება", - აღნიშნა შაშკინმა.
ghn.ge
საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა იწყება
 
 

ასევე:

  • განათლების მინისტრმა მანდატურებს სერთიფიკატები გადასცა
  • სასწავლო პროცესი იწყება
  • განათლების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს
  • წარმატებულ მოსწავლეებს კერძო სკოლებში სწავლის საშუალება მიეცემათ
  • საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge