საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო სიახლე
15-09-2011, 12:28
საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და საქართველოში პირველი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლასი დაათვალიერა. კლასი მოსწავლეებისთვის კომპანია "ჯეოსელის" საჩუქარია.

”წარმატებული მომავლისთვის” - ეს სურვილი ამოძრავებდა "ჯეოსელს", როდესაც ამ კლასის გაკეთების იდეა გაჩნდა.

ყველა ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ამ კლასშია დამონტაჟებული, წარმატებული მომავალი თაობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და სასწავლო პროცესი კიდევ უფრო ეფექტური და ნაყოფიერი გახდება. კლაში თავს კომფორტულად იგრძნობენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. მასწავლებელს საშუალება ეძლევა მონიტორის საშუალებით თვალყური ადევნოს მოსწავლეების მუშაობის პროცესს, საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს დახმარება, გაუგზავნოს კომენტარი.

მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში შესაძლებელია ჩატარდეს ინგლისურის; ქართულის; ქიმიის; ბიოლოგიის; ფიზიკის; გეოგრაფიის; გეომეტრიის გაკვეთილები; სხვადასხვა საგნის სწავლებისას გამოყენებული იქნას ვირტუალური ლაბორატორიები და სასწავლო ”იარაღები” (სახაზავი, ტრანსპორტირი, ფარგალი და სხვადასსხვა ფიგურის ასაგები ხელსაწყოები); მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, შეინახონ და შემდგომ გამოიყენონ ჩატარებული გაკვეთილების ელექტრონული ვერსია; კლასში შესაძლებელი იქნება ახალი მასალის ეფექტური პრეზენტაცია (მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და აუდიოსისტემა).

პრეზიდენტმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცა პირველკლასელებსაც. დაათვალიერა ინგლისური ენის კაბინეტი, გაესაუბრა ინგლისურენოვან პედაგოგს კრისტოფერ მინორას, რომელიც პატარებს ქართველ პედაგოგთან ერთად პირველივე კლასიდან შეასწავლის ინგლისურ ენას.

პირველკლასელებს სკოლაში პრეზიდენტის საჩუქარი კომპიუტერი - ბუკი დახვდათ. ბუკებში ჩატვირთულია სასწავლო პროგრამები და თამაშები, რომლებიც ხელს შეუწყობს პატარებს უკეთ აითვისონ სასწავლო მასალა და ისწავლონ ხალისით.

დღესვე, 09:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, კოკა სეფერთელაძემ, ახალი სასწავლო წლის დაწყება თბილისის კლასიკურ გიმნაზიის მოსწავლეებს მიულოცა, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი თბილისის №117 საჯარო სკოლას ეწვია.

წლევანდელი სასწავლო წლიდან სკოლებში შედის ახალი სასწავლო გეგმა, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით. გეგმა ინგლისური ენის, საბუნებისმეტყველო საგნებისა და მათემატიკის გაძლიერებულ სწავლებას გულისხმობს. სიახლეა ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების კუთხით. თანამედროვე მეთოდოლოგიით დაიბეჭდა სახელმძღვანელო, რომელიც რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უფასოდ დაურიგდებათ.

"ეთნიკური უმცირესობებისთვის შეიქმნა ქართული ენის სპეციალური სახელმღვანელო. მასში გაერთიანებულია ქართული ენის შესწავლის ყველა თანამედროვე მეთოდიკა. გარდა ამისა, ოქტომბრიდან შემოვიღებთ ახალ ელექტრონულ ჟურნალებს, რომელიც მშობლებს საშუალებას მისცემს სახლიდან, კომპიუტერის გამოყენებით გააკონტროლონ, როგორ სწავლობენ მათი შვილები", - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.
 
 

ასევე:

  • საქართველოს პრეზიდენტმა ყვარელში ,,ჯეოსელის’’ კლასი გახსნა
  • წარმატებულ მოსწავლეებს კერძო სკოლებში სწავლის საშუალება მიეცემათ
  • პრეზიდენტი “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეებს შეხვდა
  • განათლების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს
  • არაქართველი მოსწავლეებისთვის ორენოვანი სახელმძღვანელოები გამოიცა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge