არაქართველი მოსწავლეებისთვის ორენოვანი სახელმძღვანელოები გამოიცა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

არაქართველი მოსწავლეებისთვის ორენოვანი სახელმძღვანელოები გამოიცა სიახლე
16-09-2010, 00:28
16 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მარნეულში ჩავა. შაშკინი ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძესთან ერთად მარნეულის მესამე საჯარო სკოლას ესტუმრება და მოსწავლეებს ახალ მულტიბილინგურ სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ გადასცემს.

პირველად საქართველოში არაქართველი მოსწავლეებისთვის ორენოვანი სახელმძღვანელოები გამოიცა, სადაც სასწავლო მასალის 35 პროცენტი ქართულ ენაზეა. სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ითარგმნა მე-7, მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 კლასების ისტორიისა და გეოგრაფიის წიგნები, რომლებიც მოსწავლეებს უფასოდ გადაეცემათ.

ორენოვანი სწავლება არაქართულენოვან მოსწავლეებს სახელმწიფო ენის შესწავლაში დაეხმარება. 2010-11 აკადემიური წლისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ისტორიისა და გეოგრაფიის ორენოვანი წიგნებით სულ 35.874 არაქართულენოვან მოსწავლეს უზრუნველყოფს. არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების ყველა მე-4 კლასის მოსწავლე ქართულის, როგორც მეორე ენის, სახელმძღვანელოს უსასყიდლოდ მიიღებს.

ქართული ენის პროგრამის ფარგლებში აღნიშნული ინიციატივისთვის სახელმწიფომ 2010 წლისთვის 600 ათას ლარზე მეტი გამოყო. მოსწავლეები წიგნებს თავიანთ სკოლებში სწავლის დაწყებამდე მიიღებენ. მომავალში სახელმძღვანელოები სკოლის ბიბლიოთეკებს დარჩება და მათ გამოყენებას სხვა არაქართულენოვანი მოსწავლეები შეძლებენ.
 
 

ასევე:

  • დიმიტრი შაშკინი ლონდოში ქართულ საკვირაო სკოლას ეწვია
  • წარმატებულ მოსწავლეებს კერძო სკოლებში სწავლის საშუალება მიეცემათ
  • სასწავლო პროცესი იწყება
  • ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები დაინერგება
  • საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge