ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები დაინერგება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები დაინერგება სიახლე
25-06-2011, 01:14
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინგლისური ენის სწავლების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ინგლისური ენის წარმატებულ სწავლებას მიეძღვნა და მასში თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან 100-ზე მეტი პედაგოგი მონაწილეობდა.

ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ამიერკავკასიაში McMillan Education–ის ექსკლუზიური წარმომადგენლის, კომპანია “English Book in Georgia”-ს ინიციატივით ჩატარდა.

კონფერეცია მაკმილანის გამომცემლობასთან დადებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ბრიტანელმა ლინგვისტებმა ქართველ მასწავლებლებს ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და ლინგვისტიკის პრობლემურ თემებზე ვორქშოფები ჩაუტარეს.

მაკმილანთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, გამომცემლობა უფასოდ გადაამზადებს ყველა ქართველ ინგლისური ენის პედაგოგს და მათ უფასოდ გადასცემს სახელმძღვანელოებს, დამხამრე აუდიო, ვიდეო და ვიზუალურ მასალებს. პროექტის ფარგლებში სულ 4200 მასწავლებელი გადამზადდება. თითოეული მათგანი სამდღიან ტრენინგს გაივლის. ტრენინგებში მონაწილეობას საქართველოს ყველა საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მიიღებს.

2011 წლის სექტემბრიდან საქართველოში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მაკმილანის, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობის, მიერ შექმნილი ინგლისური ენის სახელმძღვანელოებით შეისწავლონ ინგლისური ენა.

კონფერენციაზე McMillan Education-ის საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერმა, ჯო გრეგმა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში მაკმილანის როლზე ისაუბრა და აღნიშნა - “ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხედვის შემადგენელი ნაწილი, დაწყებით კლასებში ინგლისური ენის სწავლების საკითხებში. მაკმილანის მიზანია მხარი დაუჭიროს ამ ინოვაციურ პროექტს, და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნამდვილად იქნება დიდი წარმატება, მასში ჩართული თითოეული მხარისთვის”.

საქართველოს მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოს ღირებულება იქნება სტანდარტული ღირებულებისაგან განსხვავებული, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმძღვანელო 26 ლარის ნაცვლად 10 ლარად შეიძინონ.

დღესდღეობით მაკმილანი მსოფლიოში მესამე ადგილზეა ინგლისური ენის სახელმძღვანელოების გამოცემით და ლიდერია ციფრულ საგანმანათლებლო ბეჭდვით სფეროში.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • დიპკორპუსს პროგრამის “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ანგარიში წარუდგინეს
  • ინგლისური ენის სწავლების მსურველთათვის მიღება იწყება
  • უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის სწავლება სავალდებულო ხდება
  • საზაფხულო სკოლის 36 მოსწავლე ლონდონში გაემგზავრება
  • 15 მასწავლებელი სასწავლო ტურით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge