მინისტრი კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

მინისტრი კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა სიახლე
22-11-2011, 03:22
მასწავლებლის სახლში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ და მთავრობის ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმა გააცნეს.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მაშსტაბით არსებული კერძო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ, მთავარი აქცენტი ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებულ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე გაკეთდა. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სწავლის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით დანერგილ პროექტებზე, მათ შედეგებზე და დასახულ მიზნებზე.

საუბარი შეეხო ასევე კონკრეტულად კერძო სკოლებში არსებულ მდგომრეობას და დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ სამინიტროს მხარდაჭერით კერძო სკოლები სისტემურად მოწესრიგდა და ერთგვარად სრულყოფილ საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩამოყალიბდა.

დღეს ყველა კერძო სკოლას აქვს საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო გეგმებისა და სკოლის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტაციის სრული პაკეტი. ყველა ეს დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

სამუშაო შეხვედრაზე კერძო სკოლების დირექტორებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ მინისტრისაგან მოესმინათ პასუხი მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • დიმიტრი შაშკინი საქართველოს რეგიონის სკოლების დირექტორებს შეხვდა
  • განათლების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს
  • წარმატებულ მოსწავლეებს კერძო სკოლებში სწავლის საშუალება მიეცემათ
  • განათლების სამინისტროში ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო
  • განათლების მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge